ჯაილს ფორმანის მასტერკლასი არაპროფესიონალებისათვის

მსახიობობა და ამბის თხრობა მხოლოდ მსახიობებისა და რეჟისორების საქმე არ არის — ის ყველასთვისაა.

ჩვენ ყველანი საკუთარი ცხოვრების ეპიკურ ფილმებში და სპექტაკლებში მთავარი გმირები ვართ და ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლებს სამსახურებში, ოჯახებში, ქუჩაში - ყველგან. ამიტომაც მსახიობის ოსტატობისა და ამბის თხრობის ცოდნა — ეს არის გზა ჩვენი წარმოსახვისკენ, თვითშეცნობისკენ, ემოციური ინტელექტისკენ, რომელიც გვიორმაგებს სხვისი გაგების უნარს; სამსახიობო ხელოვნების ტექნიკური უნარები, რომლებიც ავითარებს ჩვენს კომუნიკაციის შესაძლებლობებს, არსებობის ძალას, გავლენის მოხდენის უნარს, ამბის ზუსტად ისე გადმოცემას, როგორც გვინდა რომ გაიგონ — ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

სამსახიობო სხვადასხვა ტექნიკა გთავაზობთ ამ შeსაძლებლობას . ხოლო ეს ერთდღიანი უორქშოფი გააცნობს მონაწილეებს მსახიობის პროფესიის შესაძლებლობებით სავსე მდიდარ სამყაროს, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს თქვენ საკუთარი წარმოსახვის სიღრმეებისა და კომუნიკაციის უნარების სრულყოფილი ფლობისაკენ მიგიყვანოთ.

მასტერკლასის შესახებ
ჯაილზ ფორმანი

ჯაილზ ფორმანი სამსახიობო ოსტატობის სწავლებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, არაერთხელ უმუშავია მრავალი ჯილდოსა თუ პრემიის მქონე ფილმსა და სატელევიზიო შოუზე.

ჯაილზ ფორმანი ევროპისა და ბრიტანეთის მსახიობთა წამყვანი ქოუჩია - მისი მეთოდოლოგია საშუალებას აძლევს მსახიობებს შექმნან ტრანსფორმაციული პერსონაჟები, რთული კომპლექსური როლები და მოძრაობის სექვენციები.

იატ მალმგრენის 'მოძრაობის ფსიქოლოგიის' სპეციალისტი, ჯაილზ ფორმანი ასწავლის კინემატოგრაფიული მოქმედების ტექნიკებს ; მისი ტექნით შესაძლებელია პერსონაჟის ფენების და ტემპის გახსნა, ტრანსფორმაცია - რომელიც რეალიზმზეა დაფუძნებული.

ჯაილზ ფორმანი არის შვეიცარიის კინემატოგრაფიული აკადემიის საუკეთესო ქოუჩის ჯილდოს მფლობელი , არის GFCA (Giles Forman Acting Studio) დამფუძნებელი - ლონდონში, ბერლინში, პარიზსა და ნიუიორკში

GFCA პარტნიორობს წამყვან ბრიტანულ და ევროპულ კასტინგ დირექტორებთან,

როგორც დრამატული ცენტრის პროფესორთა ჯგუფის წევრი, ფორმანი ისეთ პერიოდში ასწავლიდა, როდესაც ცენტრი მრავალმა ცნობილმა მსახიობმა დაამთავრა: სახსენებლად მაიკლ ფასბენდერის და ტომ ჰარდის სახელებიც იკმარებს. იგი წლების განმავლობაში ამზდებდა და/ან ხელმძღვანელობდა კინოს, სატელევიზიო შოუებისა თუ თეატრის უამრავ მსახიობს.