წიგნიდან- სცენამდე.


„წიგნიდან სცენამდე“ არის 24 შეხვედრაზე განაწილებული შემოქმედებითი კურსი, რომელიც ეხმარება ბავშვებს ლიტერატურული ნაწარმოების გააზრებასა და მისი გაცოცხლების პროცესის შესწავლაში. მონაწილეები სწავლობენ ტექსტის ინტონაციურ კითხვას, პერსონაჟების ანალიზს და დიალოგების შექმნას. ისინი ეტაპობრივად გარდაქმნიან ისტორიას სცენარად, მუშაობენ ემოციაზე, მეტყველებასა და კონცენტრაციაზე.
ბავშვები თავიანთი დაწერილი პიესის მიხედვით დგამენ პატარ-პატარა სცენებს. პროგრამა ავითარებს მათ ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კრეატიულობას.
კურსის ბოლოს მონაწილეები უკეთ იგებენ ტექსტის შინაარსსა და პერსონაჟების მოტივაციას, სწავლობენ ისტორიის სცენარად გარდაქმნას და იძენენ პირველ თეატრალურ გამოცდილებას.
აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


