აკადემია სახელოსნო 42 სტრასბურგში - მეტყველების ვორქშოპი ევროპის გულში
სტრასბურგში, ღონისძიება „დიდი ქართული შეკრება 2025 – ხიდები ევროპასთან“ განსაკუთრებული კულტურული გამოცდილების სივრცედ იქცა. ოთხდღიან შეხვედრაზე, სადაც ევროპაში მცხოვრები ქართველები და საქართველოს მეგობრები იმყოფებოდნენ, თავისი ადგილი დაიკავა აკადემია სახელოსნო 42-ის ვორქშოპმაც - საუბრის ხელოვნება“, რომელსაც უძღვებოდა მანანა კოზაკოვა.
ორი საათის განმავლობაში მონაწილეებმა ივარჯიშეს მეტყველების, ხმისა და სხეულის ენაზე, აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება სიტყვამ შექმნას ნდობა, ემოცია და გავლენა. ვორქშოპი გასცდა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, ის იყო კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის პრაქტიკული გაკვეთილი.
როგორც მონაწილეები აღნიშნავდნენ, ტრენინგი დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი ხმა ძალა და გადაელახათ საჯარო გამოსვლის შიში. ატმოსფერო იყო ხალისიანი, ინტერქტიული და ინსპირაციული.
აკადემია სახელოსნო 42 ამ თანამშრომლობას ხედავს როგორც შესაძლებლობას, გაავრცელოს მეტყველების კულტურა საერთაშორისო სივრცეში და ქართველ ემიგრანტებს მისცეს საშუალება თავიანთი უნარები ახალი კონტექსტით განავითარონ.






აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


