კურსის შესახებ

მეტყველების კურსი „საუბრის ხელოვნება“ აგებულია იმ პრინციპზე, რომ სიტყვა შეიძლება გახდეს ეფექტური ინსტრუმენტი კომუნიკაციაში. ხმის ტემბრისა და არტიკულაციის კონტროლით, მონაწილეები სწავლობენ, როგორ წარმოაჩინონ იდეები მკაფიო, ცოცხალი და დასამახსოვრებელი ფორმით.

„საუბრის ხელოვნება“ არის 1.5 -თვიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც ეხმარება მონაწილეებს მეტყველების, სხეულის ენისა და ტექსტის ემოციურად გამოხატვის უნარის განვითარებაში. პროგრამა აერთიანებს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ტექნიკურ კომპონენტებს - მონაწილეები სწავლობენ როგორ გააკონტროლონ ხმა, სუნთქვა, არტიკულაცია და სხეული, რათა მეტყველება გახდეს მეტად დამაჯერებელი.

კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ეუფლებიან სტრესისა და ნერვიულობის დაძლევის ტექნიკებს, სწავლობენ ინტონაციის, პაუზისა და იუმორის გამოყენებას კომუნიკაციაში. ისინი მუშაობენ საკუთარ ინდივიდუალურ სტილზე, ავითარებენ ქარიზმას და სწავლობენ როგორ გამოხატონ სათქმელი ბუნებრივად.

პროგრამა მოიცავს 8 ინტენსიურ შეხვედრას, ხოლო ჯგუფის სურვილისამებრ -დამატებით 4 მასტერკლასს მსახიობებთან ან მინი სპექტაკლის მომზადებას, სადაც მონაწილეები პრაქტიკაში გამოცდიან მიღებულ ცოდნას.

კურსის ბოლოს, მონაწილეები არა მხოლოდ აძლიერებენ თავიანთ მეტყველებას, არამედ განვითარებული აქვთ უნარი გადმოსცენ აზრები დარბაზში, შეხვედრაზე ან ინტერვიუში თავდაჯერებულად, ბუნებრივად და მსმენელისთვის მიმზიდველად.

8 შეხვედრა

12 საათი

მენტორები

მანანა კოზაკოვა

მაია ჟორჟოლიანი