აკადემია სახელოსნო 42 “ქალების ნარატივში”

აკადემია სახელოსნო 42 ესტუმრა ტელეკომპანია BMG-ს, გადაცემას „ქალების ნარატივი“, სადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა აკადემიის ისტორია, მისი მისია და დამფუძნებლის - მანანა კოზაკოვას პროფესიული გზა.

გადაცემაში მანანა კოზაკოვამ გულწრფელად ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც მსახიობობიდან აკადემიის შექმნამდე გაიარა. როგორ იქცა სცენური გამოცდილება ორგანიზაციულ ხედვად და როგორ შეძლო შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანები სწავლობენ მეტყველებას, საინტერესო ვიდეო კონტენტის შექმნას და ბავშვებისთვის შემოქმედებით უნარს.

დღეს აკადემია სახელოსნო 42 უკვე ჩამოყალიბებულია როგორც შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, რომელსაც ჰყავს აქტიური მონაწილეები.

აკადემია აერთიანებს რამდენიმე უნიკალურ პროგრამას, რომლებიც შექმნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

  • „ვიდეო კონტენტის შექმნის კურსი“ — 1.5-თვიანი პრაქტიკული პროგრამა, რომელიც ასწავლის ვიდეოთხრობის ყველა საფეხურს, იდეიდან მზა ნამუშევრამდე. მონაწილეები მუშაობენ რეალურ დავალებებზე, სწავლობენ გადაღებას, მონტაჟს და სოციალური მედიის სტრატეგიას.

  • „წიგნიდან სცენამდე“ — 24 შეხვედრაზე განაწილებული შემოქმედებითი კურსი, რომელიც ბავშვებს ეხმარება ლიტერატურული ტექსტის გააზრებასა და მის სცენაზე გადმოტანას. პროგრამა ავითარებს ყურადღებას, კრიტიკულ აზროვნებას და კრეატიულობას.

  • „საუბრის ხელოვნება“ — 1.5-თვიანი პრაქტიკული კურსი მეტყველების, ხმისა და სხეულის ენის განვითარებისთვის. მონაწილეები სწავლობენ როგორ გახადონ საუბარი უფრო ბუნებრივი, დამაჯერებელი და ემოციურად ზუსტი.

გადაცემის მსვლელობაში მანანა კოზაკოვამ აღნიშნა, რომ აკადემია სახელოსნო 42-ის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეულ მონაწილეს ეძლევა საშუალება იპოვოს საკუთარი ხმა, სცენაზე თუ ცხოვრებაში.

ავტორი: მარიამ ჯაფარიძე