სხეულის ენა მოლაპარაკებაში - აკადემია სახელოსნო 42 “გაყიდვები და მართვა – Advanced” კურსზე
აკადემია სახელოსნო 42 მუდმივად ცდილობს მეტყველებისა და კომუნიკაციის კულტურა დაუკავშიროს იმ სფეროებს, სადაც სიტყვას რეალური გავლენა აქვს. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი მენტორი მანანა კოზაკოვა ჩაერთო კურსში „გაყიდვები და მართვა – Advanced“, რომელიც ჰარვარდის მოლაპარაკების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული პროგრამაა საქართველოში.
კურსის მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს უკეთ დაგეგმონ და წარმართონ მოლაპარაკების პროცესი ისე, რომ ეს იყოს ეფექტური, ადამიანური და ნაკლებად სტრესული. პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით წარმოაჩენენ გაყიდვების და მენეჯმენტის ხელოვნებას.
III შეხვედრა მთლიანად ეთმობა თემას „სხეულის ენა და მეტყველება“.
მანანა კოზაკოვამ მონაწილეებს შესთავაზა პრაქტიკული ვორქშოპი, სადაც იმუშავებენ ხმის ტონალობაზე, სუნთქვაზე, ტემპზე, პაუზებზე და სხეულის ენის მნიშვნელობაზე.
ჩვენთვის, აკადემია სახელოსნო 42-ისთვის, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მეტყველება და კომუნიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ სცენით. ეს არის უნივერსალური უნარი, რომელიც იმავე წარმატებით მუშაობს ბიზნესში, მენეჯმენტსა და მოლაპარაკების პროცესში.
სახელოსნო 42 აგრძელებს მსგავს ინიციატივებში ჩართულობას, რათა მეტყველების კულტურა გახდეს პრაქტიკული ინსტრუმენტი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე.
ავტორი: მარიამ ჯაფარიძე


აკადემია სახელოსნო 42
თქვენი შესაძლებლობების სახელოსნო
საკონტაქტო ინფორმაცია
Info@academy42.ge
+995 568 19 00 29
© 2025. All rights reserved.
გამოგვყევით:


